ელგუჯა მაკარაძე
იერსახე
| ელგუჯა მაკარაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1963 |
| დაბადების ადგილი | ოლადაური, შუახევის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 2022 (58 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
ელგუჯა მაკარაძე (დ. 30 იანვარი, 1963, სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი — გ. 6 იანვარი, 2022) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (შუახევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008–2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (შუახევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელგუჯა მაკარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელგუჯა მაკარაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
| |||||||||||||||||||||||