ივანე ტურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე ტურაშვილი
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1948 (1948-08-13) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

ივანე ტურაშვილი (დ. 13 აგვისტო, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1972-1980 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტი, თანამშრომელი, 1980 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. წმიდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]