ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი | |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ნოემბერი, 2008 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ნიკა გვარამია |
მემკვიდრე | თეა წულუკიანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ივნისი, 2004 – 2 ნოემბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე |
წინამორბედი | ირაკლი ოქრუაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 თებერვალი, 2004 – 7 ივნისი, 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | ვალერიან ხაბურძანია |
მემკვიდრე | ივანე მერაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 დეკემბერი, 2003 – 17 თებერვალი, 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია |
წინამორბედი | როლანდ გილიგაშვილი |
მემკვიდრე | გიორგი პაპუაშვილი |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ნოემბერი, 1999 – თებერვალი, 2004 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილი |
დაბადებული | 27 ივლისი, 1972 მთისძირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1999-2004) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2004-2012) |
მეუღლე | მაია მესხიშვილი |
შვილები | გიორგი ადეიშვილი
მარიამ ადეიშვილი ნიკოლოზ ადეიშვილი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ზურაბ ადეიშვილი (დ. 27 ივლისი, 1972, სოფ. მთისძირი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს გენერალური პროკურორი 2004-2008 წლებში, იუსტიციის მინისტრი 2008–2012 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს დაამთავრა მთისძირის საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1998–1999 წლებშიც სწავლობდა ნიდერლანდებში, გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში — საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ იურისტად.1999 წლის ნოემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე. 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი. 2008 წლის 2 ნოემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.
2013 წელს ადეიშვილზე ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა. 2015 წელს ინტერპოლმა მასზე ძებნა მოხსნა. [1] 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა. [2] 2020 წლის 5 მარტს ადეიშვილს ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. [3] 2021 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. [4]
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ადეიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ ადეიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: როლანდ გილიგაშვილი |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2003-2004 |
შემდეგი: გიორგი პაპუაშვილი |
წინამორბედი: ვალერიან ხაბურძანია |
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 2004 |
შემდეგი: გაუქმდა |
წინამორბედი: ნიკა გვარამია |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2008-2012 |
შემდეგი: თეა წულუკიანი |
|
|