რევაზ კემულარია
იერსახე
| რევაზ კემულარია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1955 |
| დაბადების ადგილი | გალი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
რევაზ კემულარია (დ. 5 ნოემბერი, 1955) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს იყო სამედიცინო დაწესებულებების სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი. 1976 წლიდან ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“.