დავით ტყეშელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ტყეშელაშვილი
დავით ტყეშელაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ივნისი, 2010 – 23 აპრილი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედითეიმურაზ ჯანაშია
მემკვიდრეანდრო ბარნოვი

დაბადებული16 ოქტომბერი, 1969 (1969-10-16) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიასამართალმცოდნე

დავით ტყეშელაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1987-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 2005 წლიდან ედმუნდ მასკის სტიპენდიანტია. 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993-1995 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. მუშაობდა უმრავლესობის ლიდერის მოადგილედ. 1998-2002 წლებში საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეა. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2003 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “.

2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. 2007 წლის 30 აგვისტოდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი.[1] 2008 წლის 31 იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში.[2] 2009 წლის 6 თებერვლიდან სათავეში ჩაუდგა, ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს[3]. 2010 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
2006 – 2007
შემდეგი:
დავით ჩანტლაძე
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვლადიმერ ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
2007 – 2008
შემდეგი:
ალექსანდრე კვიტაშვილი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თამარ სულუხია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
2009 – 2010
შემდეგი:
რამაზ ნიკოლაიშვილი