დავით გოგაძე
იერსახე
დავით გოგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 მარტი, 1963 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დავით გოგაძე (დ. 16 მარტი, 1963, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1988 წელს ასპირანტურა. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი და პოლიტიკური ისტორიის კათედრის მასწავლებელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მდივანი; ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით გოგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით გოგაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი