შინაარსზე გადასვლა

ირაკლი იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი იაშვილი
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1962 (1962-10-01) (62 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ირაკლი იაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1984 წელს დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1990 წელს მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008 წლის 7 ივნისიდან 27 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]