ანი მიროტაძე
ანი მიროტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1975 |
დაბადების ადგილი | ჭიათურა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება“ (ყოფილი) |
საქმიანობა |
პოლიტიკოსი ჟურნალისტი |
მეუღლე/ები | დავით შეყილაძე (იქ. 2017) |
შვილ(ებ)ი | გიორგი და დემეტრე |
ანი მიროტაძე (დ. 22 ივნისი, 1975, ჭიათურა) — ქართველი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1975 წლის 22 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1996-2002 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ „ახალ თაობაში“. 1998-2000 წლებში იკავებდა გაზეთ „თბილისის სიახლენის“ მთავარი დირექტორის თანამდებობას. 2002-2003 წლებში მიყავდა გადაცემა „პრეს-ეკრანი“, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში გადიოდა. 2006 წელს მუშაობდა ტელეკომპანია „202“-ში. 2006-2011 წლებში იკავდება შპს „პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2017 წლის იანვრიდან დაქორწინებულია ყოფილ ფეხბურთელ დავით შეყილაძეზე.[1] ჰყავთ ორი შვილი, გიორგი და დემეტრე.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანი მიროტაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ანი მიროტაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ანი მიროტაძე დაოჯახდა — ვინ არის ყოფილი პარლამენტარის რჩეული. Ambebi.ge (05 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.
- ↑ ყოფილ დეპუტატს ანი მიროტაძეს მეორე შვილი შეეძინა. „რეზონანსი“ (7 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.