თენგიზ ბარამიძე
თენგიზ ბარამიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1934 |
დაბადების ადგილი |
ფოთი, ![]() ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 13 აპრილი, 2010 (75 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
თენგიზ ბარამიძე (დ. 8 აგვისტო, 1934, ფოთი — გ. 13 აპრილი, 2010) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1959 წლიდან ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას. 1972 წელს დაინიშნა გასტრო-ენტეროლოგიური კაბინეტის გამგედ. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ფოთის საარჩევნო ოლქი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1991-1992). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თენგიზ ბარამიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ ბარამიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი