შინაარსზე გადასვლა

აკიფ გასანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიფ გასანოვი
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1952 (1952-11-05) (73 წლის)
დაბადების ადგილი მარნეული, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება აზერბაიჯანელი

აკიფ გასანოვი (დ. 5 ნოემბერი, 1952, ქ. მარნეული) — პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი.

1973 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი (ქ. ბაქო). 1973-1999 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1983 წლებში მარნეულის 70-ე პროფტექნიკური სასწავლებლის პედაგოგი, 1983-1989 წლებში მარნეულის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინსტრუქტორი; 1992 წელს მარნეულის გამგებლის მოადგილე. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, არჩეული მარნეულის N45 საარჩევნო ოლქიდან, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]