გიგა ბოკერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი (გიგა) ბოკერია
გიორგი (გიგა) ბოკერია
საქართველო
საქართველოს
საქართველო
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2010 – 21 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიეკატერინე ტყეშელაშვილი
მემკვიდრეირინე იმერლიშვილი

დაბადებული20 აპრილი, 1972 (1972-04-20) (47 წლის)
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაევროპული საქართველო
მამალევან ბოკერია
დედანანა ალექსანდრია
მეუღლეთამარ ჩერგოლეიშვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგიააგნოსტიციზმი[1]

გიორგი (გიგა) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიგა ბოკერია დაიბადა ცნობილი არქიტექტორის ლევან ბოკერიას და საქართველოს ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში — უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო.

1989-1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ 7 დღე ჟურნალისტი (1992), გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი (1992-1993), სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის „პიკის საათი“ ჟურნალისტი (1993), რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (1994), „არგუმენტი“ (პოლიტიკური რედაქტორი 1995-1996), სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სადისკუსიო პროგრამის „აქცენტები“ წამყვანი (1996).

2003 წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბეთში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.

რევოლუციის შემდეგ გიგა ბოკერია აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2005-2008 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]