ბიძინა ჩოლოყაშვილი (პოლიტიკოსი)
იერსახე
| ბიძინა ჩოლოყაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1950 |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 29 ნოემბერი, 2024 (74 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
| მამა | კონსტანტინე ჩოლოყაშვილი |
ბიძინა ჩოლოყაშვილი (დ. 3 იანვარი, 1950, თბილისი — გ. 29 ნოემბერი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიძინა ჩოლოყაშვილი (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა ჩოლოყაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი