რატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი | |
![]() ![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2016 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
დაბადებული | 9 ივნისი, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რატი იონათამიშვილი (დ. 9 ივნისი, 1979, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1979 წლის 9 ივნისს. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში იყო გამომცემლობა „სანის“ ლიტმუშაკი. 2004 წელს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2005-2014 წლებში — კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი. 2008-2011 წლებში იყო ინკლუზიური განათლების პროექტის პიარ მენეჯერი. 2014-2015 წლებში იყო თბილისის მერის მრჩეველი, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. 2015-2016 წლებში — თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რატი იონათამიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რატი იონათამიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|