არჩილ გოგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგელია.

არჩილ გრიგოლის ძე გოგელია (დ. 10 დეკემბერი, 1941, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ფარიკაობა), ჟურნალისტი; საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1981), სპორტის ოსტატი (ფარიკაობა).

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (1961) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1967). იყო ჟურნალების — „მართვესა“ (1975–79) და „სკოლა და ცხოვრების“ (1979–84) მთავარი რედაქტორი; გაზეთების: „ლელოს“ (1984–85) და „თბილისის“ (1985–89) მთავარი რედაქტორი, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის პირველი მოადგილე (1985). საქტელერადიო კომიტეტის (შემდგომ — კორპორაციის) თავმჯდომარე (1989–99); საქართველოს ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1992); საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის მდივანი. 1991 წელს დააარსა და მას შემდეგ რედაქტორობს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიურ გაზეთ „დრონს“. 1999 წლიდან 2004 წლამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი). ჟურნალისტური მოღვაწეობის პარალელურად იყო საქართველოს ნაკრების წევრი ფარიკაობაში, რესპუბლიკის არაერთგზის ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, სსრკ პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, სსრკ თასის ფინალისტი.

2004 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, 2016 წლიდან — ამავე ფედერაციის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი.[1] ავტორია წიგნებისა: „მუშკეტერები“ (1974), „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1986).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა მჭედლიძე აირჩიეს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 21 დეკემბერი, 2016.