მანანა კობახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანანა კობახიძე
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1968
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1985-1990)

თბილისის იურიდიული ინსტიტუტი (1998-2003)
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში, პარტიის თავმჯდომარე

მანანა კობახიძე (დ. 3 თებერვალი, 1968) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში. ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985-1990 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო 1998-2003 წლებში თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში კორესპონდენტად, 1991-2001 წლებში იყო თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. 1995-1996 წლებში მუშაობდა სპეციალისტად თბილისის მერიის განათლების სამმართველოს პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრში. 2004-2009 წლებში იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამგეობის თავმჯდომარე, მოგვიანებით კი აღმასრულებელი დირექტორი. მანანა კობახიძე არის ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012 წლის 21 აპრილიდან დღემდე არის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე. 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებში არჩეულ იქნა საჩხერის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატატად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]