სამველ მანუკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამველ მანუკიანი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1976 (1976-11-06) (44 წლის)
დაბადების ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი
ეროვნება სომეხი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

სამველ მანუკიანი (დ. 6 ნოემბერი, 1976) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 6 ნოემბერს, დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო შრომის სამართლის სპეციალობით. 1997-2008 წლებში იგი იყო ი.მ. „სამველ მანუკიანის“ მეწარმე. 2009-2016 წლებში კი იგი იკავებდა შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2016-2017 წლებში იგი იყო პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს წევრი. 2017 წლიდან ფრაქცია „ქართული ოცნება — მწვანეები“-ს წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, იაპონიის, ავსტრიის, იტალიის, სლოვენიის, სომხეთის, მოლდოვის, ყაზახეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]