ნიკოლოზ ჭავჭავაძე (ფილოსოფოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 5 მაისი, 1923, ყვარელი — გ. 15 თებერვალი, 1997, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მეგობრებთან ერთად იხსნა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმის მარწუხებისაგან. მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. იყო საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერიის რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეთიკის კათედრის გამგე, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992–1995 წლებში. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საკითხთა კომისიას.

დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში თავადის ოჯახში. გარდაიცვალა 1997 წლის 15 თებერვალს. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. ნიკოლოზი იყო 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის — ზურაბ ჭავჭავაძის მამა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]