გიორგი ყარყარაშვილი
გიორგი ყარყარაშვილი | |
გიორგი ყარყარაშვილი 27 სექტემბერს ვეტერანთა შეკრების დღეს | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 1993 – 11 თებერვალი, 1994 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | თენგიზ სიგუა ოთარ ფაცაცია |
წინამორბედი | თენგიზ კიტოვანი |
მემკვიდრე | ვარდიკო ნადიბაიძე |
დაბადებული | 31 ოქტომბერი, 1966 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | ეკა აბაშიძე |
განათლება | თბილისის საარტილერიო სასწავლებელი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
პროფესია | სამხედრო |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ჯილდოები |
გიორგი (გია) ყარყარაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1966, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, გენერალ-მაიორი. იყო საბჭოთა კავშირის არმიის კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993 - 1994).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში (1992-1993). 1994-1995 წლებში იყო რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი. 1995 წელს, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი 1999, 2008. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი საინიციატივო ჯგუფი. 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“. ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი „საქართველოს ლეგიონის“ თავმჯდომარე.[1] ავტორია წიგნისა „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“ (2009).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 133-134, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ყარყარაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ყარყარაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ომის ვეტერანებმა „საქართველოს ლეგიონი“ დააფუძნეს. ეკა ქევანიშვილი. „რადიო თავისუფლება“. 09.08.2010.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თენგიზ კიტოვანი |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1993 – 1994 |
შემდეგი: ვარდიკო ნადიბაიძე |
|