ზურაბ ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე.jpg
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1976
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა
ეროვნება ქართველი
პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (დ. 1 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის დამფუძნებელი. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 2012-2016 წლებში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით, 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობა) და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა. 2005-2011 წლებში ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ასევე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით. 2012-2015 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. 2015 წლის მაისში პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია „გირჩი“. 2018 წლის 16 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატი იქნება.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]