ზურაბ ზვიადაური
![]() | ||||||||||||||||||||||||
| პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||
| დაბ. თარიღი | 2 ივლისი, 1981 | |||||||||||||||||||||||
| დაბ. ადგილი | ახმეტა | |||||||||||||||||||||||
| სიმაღლე | 182 სმ | |||||||||||||||||||||||
| წონა | 90 კგ | |||||||||||||||||||||||
| სპორტი | ||||||||||||||||||||||||
| ქვეყანა |
| |||||||||||||||||||||||
| სპორტი | ძიუდო | |||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||
ზურაბ მამუკას ძე ზვიადაური (დ. 2 ივლისი, 1981, ახმეტა) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასპორტო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით (2005). საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიოდა 1998 წლიდან. იყო მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (2000), მსოფლიოს ორგზის მეორე პრიზიორი (2001; 2003), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002–2003), ევროპის მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002). ზვიადაურმა 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2010–2011 წლებში იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012–2016 წლებში ზვიადაური არჩეული იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად (ახმეტის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
დაჯილდოებულია სპორტის დარგში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი — სპორტის რაინდის წოდებით (2004), ღირსების (2004) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2018).
კრიმინალური შემთხვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის აგვისტოში ზვიადაური დააკავეს სოფ. წინანდალში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით (ინციდენტის დროს ორმხრივ სროლას ემსხვერპლა ზვიადაურის ძმაც), მაგრამ სასამართლომ იმავე წლის ნოემბერში 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2025 წლის სექტემბერში ზვიადაური კვლავ დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით. იმავე წლის ნოემბერში, საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, პირობითი მსჯავრი 4 წლის ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა.[1]
სასპორტო კარიერის ძირითადი მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია | ადგილი |
|---|---|---|---|---|
| 2001 | მსოფლიო ჩემპიონატი | მიუნხენი, გერმანია | -90 კგ | |
| 2002 | ევროპის ჩემპიონატი | მარიბორი, სლოვენია | -90 კგ | |
| 2002 | ევროპის ჩემპიონატი | მარიბორი, სლოვენია | -90 კგ | |
| 2002 | მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი | ბაზელი, შვეიცარია | -90 კგ | |
| 2003 | ევროპის გუნდური ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | -90 კგ | |
| 2003 | მსოფლიო ჩემპიონატი | ოსაკა, იაპონია | -90 კგ | |
| 2004 | ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები | ათენი, საბერძნეთი | -90 კგ | |
| 2006 | ევროპის გუნდური ჩემპიონატი | ბელგრადი, სერბეთი და ჩერნოგორია | -90 კგ | |
| 2012 | ევროპის ჩემპიონატი | ჩელიაბინსკი, რუსეთი | -90 კგ |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 367.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ზვიადაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ ზვიადაური — ქართული სპორტი
- ზურაბ ზვიადაური — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ზურაბ ზვიადაური. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
- ზვიადაურის კარიერის სტატისტიკა დაარქივებული 2020-04-18 საიტზე Wayback Machine. .
- ოფიციალური საიტი facebook-ზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ის ციხეს მარტში დატოვებს — „რადიო თავისუფლება“, ნოემბერი 16, 2025.
