თემურ ხუბულური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ (თემურ) ხუბულური
RIAN archive 563360 Award ceremony for judo at 1980 Olympics.jpg
მოსკოვის ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია ძიუდოს 95 კგ. წონით კატეგორიაში: მარჯვნივ დგას თემურ ხუბულური
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 24 აპრილი, 1955 (1955-04-24) (65 წლის)
დაბ. ადგილი სკრა, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 185
წონა 95
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი მოსკოვი 1980 -95 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო პარიზი 1979 -95 კგ.
ოქრო მაასტრიხტი 1981 -95 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო კიევი 1976 -93 კგ.
ოქრო ბრიუსელი 1979 -95 კგ.
ვერცხლი დებრეცენი 1981 -95 კგ.

თენგიზ (თემურ) ხუბულური (დ. 24 აპრილი, 1955, სკრა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი 95 კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1979, 1981), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1976, 1979 და ვერცხლის პრიზიორი (1981). ასევე ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი (1974) და ევროპის ჩემპიონი (1975). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 1982), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

თემურ ხუბულურის შედეგები 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე:

1/16-ფინალი: დარიუშ ნოვაკოვსკი (პოლონეთი) — მოგება
1/8-ფინალი: დანიელ რადუ (რუმინეთი) — მოგება
1/4-ფინალი: დიტმარ ლორენცი (გდრ) — მოგება
1/2-ფინალი: როლანდო ხოსე ტორნესი (კუბა) — მოგება
ფინალი: რობინ ვან დერ ვალე (ბელგია) — წაგება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]