რომან კუსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან კუსიანი
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1967 (1967-08-09) (56 წლის)
დაბადების ადგილი საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

რომან ნოდარის ძე კუსიანი (დ. 9 აგვისტო, 1967, საჩხერე) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაგზაო ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 19861988 წლებში გაიარა სამხედრო სამსახური დაღესტნის ასსრ-ში. 1988–1991 მუშაობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის არასაუწყებო დაცვაში. 1991 წლიდან იყო საქართველოს მწვანეთა საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1994–1995 წლებში ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობები. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრიპარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2008 წლიდან არის დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]