გიორგი ლომია დაიბადა 1975 წლის 10 მაისს. მან დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2003-2012 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ნათელი გზა“ გენერალური დირექტორი. 2005-2006 წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი. 2006-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს სპორტსმენთა ლიგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს „კიოკუშინკაი კარატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2007-2016 წლებში. 2011-2012 წლებში იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი. 2013 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2017 წლიდან „საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის“ პრეზიდენტი.