ლევან გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი 13 აპრილი, 1981 (1981-04-13) (43 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2019-ამდე)
ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი (2020-დღემდე)
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

ლევან გოგიჩაიშვილი (დ. 13 აპრილი, 1981, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (2016–2020).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან გოგიჩაიშვილი დაიბადა 1981 წლის 13 აპრილს, ქალაქ თბილისში. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხით. 2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა.

2004-2006 წლებში იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე. 2006-2009 წლებში „თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი. 2009 წელს იქნა დაკავებული, მისი განთავისუფლება მოხდა 2013 წელს, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით. 2013 წლიდან არის „კავკასიის სამართლის სკოლის“ დოქტორანტი. 2014 წელს იყო არასამთავრობო მოძრაობა „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე. 2014 წელს პროექტ „სასამართლოს მონიტორინგის“ კოორდინატორი. 2014-2016 წლებში — სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი. 2015-2016 წლებში — საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული „წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის“ წევრი. 2016 წელს კოორდინაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ პროექტის — „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის“ განხორციელებას.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 21 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, ეკა ბესელიასთან ერთად, თავად იყო.[1] 2020 წლის 7 ივნისს მან სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“.[2]

2020 წლის 9 სექტემბერს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდათ.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. reginfo.ge (21 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.
  2. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ნაწილი ახალ პარტიას ქმნის“. „ნეტგაზეთი“ (19 ნოემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2021.
  3. ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მთავარი არხი. mtavari.tv (9 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2020.