ირაკლი ხახუბია
ირაკლი ხახუბია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1971 |
დაბადების ადგილი | ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 27 ოქტომბერი, 2022[1] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი |
ირაკლი ხახუბია (დ. 15 მაისი, 1971, ფოთი — გ. 27 ოქტომბერი, 2022, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი და პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1971 წლის 15 მაისს, ფოთში. 1994 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში იყო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე და მე-3 კლასის ზეინკალი. 1994-1995 წლებში იყო შპს „ბესსის“ მარკეტინგული განყოფილების გამგე. 1996-1997 წლებში — ს/ს „ფოთინავთობპროდუქტის“ ლაბორანტი. 1997-1999 წლებში იყო ს/ს ფოთინავთობპროდუქტის“ დირექტორი კომერციულ დარგში. 2000-2002 წლებში მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილებაში. 2002-2003 წლებში იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსსამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი. 2003 წელს იყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე. 2003-2004 წლებში — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი. 2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2004-2005 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2005 წელს იყო ფინანსთა სმინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი. ამავე წელს იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. არის შპს „აისბერგი-2“-სა (2010 წელი) და შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012). 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთისა და გრიგოლეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020-2022 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი ხახუბია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ხახუბია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/32102602.html
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
|