მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე | |
![]() | |
საგარეო საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 5 ნოემბერი, 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | გრიგოლ ვაშაძე |
მემკვიდრე | თამარ ბერუჩაშვილი |
მოქალაქეობა | ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2012-2014) |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | პედაგოგი, დიპლომატი |
მაია ფანჯიკიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1960) — ქართველი პედაგოგი, დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე.[1][2]
საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფანჯიკიძე წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1983-1994 თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი; 1988-1994 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1993-1994 გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2001-2002 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2002-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2004 წლის თებერვლიდან მარტამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2004-2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010–2011 გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; „ევროპული სკოლის“ და სკოლა „ლოგოსის“ გერმანული ენის მასწავლებელი; 2012 წლის დეკემბრიდან – ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
- ↑ FM Panjikidze Resigns. „სივილ ჯორჯია“. 5 Nov.'14 (ინგლისური)
- ↑ მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გრიგოლ ვაშაძე |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 – 2014 |
შემდეგი: თამარ ბერუჩაშვილი |
|
|