დავით ინჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ინჯია
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1952 (1952-04-05) (72 წლის)
დაბადების ადგილი ნალეფსავო, გეგეჭკორის რაიონი,საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დავით ინჯია (დ. 5 აპრილი, 1952, სოფელი ნალეფსავო, გეგეჭკორის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი. საქართველოს ხე-ტყისა და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ინჟინერ-მექანიკოსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ინსპექტორი. ახმეტის რაიგანყოფილების უფროსი, მე-6 სამმართველოს ოპერრწმუნებული, მარტვილის რაიგანყოფილების უფროსი. საფელდიეგერი სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]