ავთანდილ კვეტენაძე
იერსახე
| ავთანდილ კვეტენაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 22 იანვარი, 1947 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
ავთანდილ კვეტენაძე (დ. 22 იანვარი, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1963-1964 წლებში იყო ტრესტ „კავსანტექმონტაჟის“ თბილისის სამმართველოს მუშა, 1969- 1981 წლებში იყო შავი მეტალურგიის ქარხნების დამპროექტებელი ინსტიტუტის ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, მთავარი სპეციალისტი, განყოფილების გამგე, 1981-1987 წლებში იყო ტრესტ „საქსანტექმონტაჟის“ განყოფილების უფროსი, 1987 წლიდან მშენებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ფედერაციის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).