შინაარსზე გადასვლა

ქვედა გორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვედა გორდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი გორდი
კოორდინატები 42°26′14″ ჩ. გ. 42°31′31″ ა. გ. / 42.43722° ჩ. გ. 42.52528° ა. გ. / 42.43722; 42.52528
მოსახლეობა 320[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვედა გორდი — საქართველო
ქვედა გორდი
ქვედა გორდი — იმერეთის მხარე
ქვედა გორდი

ქვედა გორდისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, გორდის თემი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე. სოფელში არის გორდის საჯარო სკოლა.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 522 242 280
2014[1] 320 161 159

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის რეხის ციხე (გვიანი შუა საუკუნეები), ველის ციხე (XVIII საუკუნე) და მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (XIX საუკუნე).

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა გორდში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე.