თედო პაატაშვილი
თევდორე (თედო) პაატაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1957 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ილია მართლის საზოგადოება (1989-1991) ქარტია-91 (1991-1994) რესპუბლიკური პარტია (1994-1995) [წყარო არ არის მითითებული 243 დღე] |
თევდორე (თედო) პაატაშვილი (დ. 19 ივნისი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1989-1991 წლებში იყო წმიდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, წმინდა ილია მართლის საზოგადოება; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია-91“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თედო პაატაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თედო პაატაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- თედო პაატაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- თედო პაატაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თედო პაატაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ახალგაზრდობას ღია წერილით მიმართავს
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 115, ISBN 978-9941-0-5972-8.
|
|
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- დაბადებული 19 ივნისი
- დაბადებული 1957
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1979)
- თბილისში დაბადებულები
- პაატაშვილები