ვლადიმერ ჯოლოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ ჯოლოგუა
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1938
დაბადების ადგილი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 2012 (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ვლადიმერ ჯოლოგუა (დ. 27 აგვისტო, 1938, სოხუმი — გ. 20 მაისი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს გაგრის რაიონული გაზეთის კორექტორი, ლიტმუშაკი, საოკეანო ტრაილერის მეზღვაური, გაგრის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტი-ორგანიზატორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]