ნოდარ ნონიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოდარ ნონიაშვილი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1947 (1947-08-10) (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ნოდარ ნონიაშვილი (დ. 10 აგვისტო, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სპარსული ენის თარჯიმანი ირანში. 1979-1987 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის უფროსი ინსპექტორი, ვიცე-პრეზიდენტის თანაშენწე, სწავლული მდივანი, რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს მუშაკი, 1987 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის რეფერენტი, საოქმო განყოფილების უფროსი, სარედაქციო სექტორის უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრ, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]