შინაარსზე გადასვლა

გიორგი ახვლედიანი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1974 (1974-01-07) (50 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (2008-2014)
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (2014-2020)
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 3

გიორგი ახვლედიანი (დ. 7 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველითეოლოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი, თეოლოგის სპეციალობით. ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო 1994 წელს. იყო საინფორმაციო გადაცემების „მოამბე“ „ქვიშის საათი“ რედაქტორი და წამყვანი პირველ არხზე. 2000-2003 წლებში შ. გ. „ალიონის“ რედაქტორი და წამყვანი. 2003-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. იყო ყოველდღიური თოქ-შოუს „ქრონიკა გიორგი ახვლედიანთან ერთად“ რედაქტორი და წამყვანი. ამავე წლებში იყო ყოველკვირეული ტელეჟურნალის „დროება“ ჟურნალისტი. 2008 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში გახდა პარლამენტის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. იყო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2014 წელს „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ, გახდა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. 2020 წლის 5 ივნისს დატოვა „დემოკრატიული მოძრაობა“. წასვლის მიზეზი TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტი იყო, რომლის მიხედვით, ის ხელისუფლებისგან იღებდა დაფინანსებას.[1] ჰყავს მეუღლე შორენა კობერიძე და სამი ვაჟი, ალექსანდრე, ანდრია და ნიკოლოზი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „გიორგი ახვლედიანმა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა“. 1TV. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)