რეზო ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჭეიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჭეიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
რეზო ჭეიშვილი
დაბ. თარიღი 24 აპრილი, 1933
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი , 2015
გარდ. ადგილი ქუთაისი
ფსევდონიმი რეზო ჭეიშვილი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1955–2007
ჟანრი ეპიკური, ტრაგიკულ–სატირული
თემატიკა ქუთაისი
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი 1955
Magnum opus „ცისფერი მთები“ (რომანი)

რეზო ჭეიშვილი (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015ქუთაისი[1]) — ქართველი მწერალი, დრამატურგი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1959 წელს.

ჰყავს ორი ვაჟი, სამი შვილიშვილი. მეუღლე სოფიო ჩოხელი გარდაიცვალა 1991 წელს.

1997 წლიდან ცხოვრობს მარინა ვერულაშვილთან, მეუღლესთან და მეგობართან ერთად.

სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“, „საუნჯე“.

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“. უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობს დღემდე.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.

არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.

გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაიმე, ჩემო ვენახო : მოთხრობები - თბ. : მერანი, 1987
  • პირველი : [მოთხრობები] - თბ. : საბჭ. საქართველო, 1988
  • თხზულებანი : 2 ტომად - თბ. : საბჭ. საქართველო, 1989
  • ჩემი მეგობარი ნოდარი! : [მოთხრობა] - თბ. : ნაკადული, 1990
  • რკინის სახკომი : [სერგო ორჯონიკიძე / რედ.: მანანა ასათიანი] - თბ. : მერანი, 1992
  • დალი : რომანი - თბ. : მერანი, 1992
  • ყაჩაღები : რომანი / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე, თემურ ამყოლაძე] - [I-ლი გამოც.] - ქუთაისი : მოწამეთა, 1995
  • კუდიანი ვარსკვლავი : [რომანი]; ნოველები; ყაჩაღები : [რომანი / რედ.: ლია შარვაშიძე ; მხატვ.: სპარტაკ ცინცაძე] - თბ. : მერანი, 1999
  • სამი რომანი / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
  • წიფობისთვე / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
  • რჩეული ნოველები / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
  • მესამე გზა : ქუთაისის შესახებ და სხვაც : (გიორგობიდან გიორგობამდე) / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2005
  • "ცისფერი მთები" : [მოთხრობები / მხატვ.: ვახტანგ რურუა] - თბ. : ლაშარელა, 2006

გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა) მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით, ცხადია, ქართულად, რუსულად და უცხო ენებზედაც მცირედად). მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები.

მინიჭებული პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ მათგანს, "ცისფერ მთებს" 1985 წელს მიენიჭა (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა) საპჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია;

დაჯილდოებილია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

მიღებული აქვს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]