პაატა კვიჟინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაატა კვიჟინაძე
Flag of Georgia.svg
Flag of Georgia.svg
საქართველოს პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2012 – 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული16 დეკემბერი, 1964 (1964-12-16) (56 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაატა კვიჟინაძე (დ. 16 დეკემბერი, 1964, თბილისი[1] საჩხერე [2]) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1964 წლის 16 დეკემბერს, საჩხერეში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1980-1982 წლებში იყო ორღულის ფიზიკური კულტურის მეთოდისტი. 1989-1991 წლებში იყო „საქსახაგრომრეწვის“ №1 ტრესტის საჩხერის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი ბუღალტერი. 1991 წელს იყო საჩხერის პრეფექტის მოადგილე. 1991-1992 წლებში — საჩხერის პრეფექტი. 1993 წლიდან არის უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელი.2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]