კონსტანტინე ბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ბერიძე
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1958
დაბადების ადგილი სოფ. დვაბზუ,[1] (მახარაძის რაიონი), საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 სექტემბერი, 2013 (55 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კონსტანტინე ბერიძე (დ. 5 აპრილი, 1958, დვაბზუ, მახარაძის რაიონი — გ. 19 სექტემბერი, 2013) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1958 წლის 5 აპრილს, სოფელ დვაბზუში.[1] 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1984 წელს — მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1979–1982 წლებში იყო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, ხოლო 1985–1986 წლებში — ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, 1986-1992 წლებში ამავე საწარმოს გაერთიანების მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს გურიის მხარეში სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული იყო. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი) № 60 ოზურგეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.

1996-1997 წლებში იყო შპს „მარტინ ბაუერ თბილისის“ მენეჯერი, 1997-1998 წლებში იგივე შპს-ის გურიის ბიუროს უფროსი, ხოლო 1998-1999 წლებში დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონალური პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.

გარდაიცვალა 2013 წლის 19 სექტემბერს, 55 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამირხნაშვილი კ., საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 92, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]