ჯონდო ბაღათურია
ჯონდო (ჯონდი) ბაღათურია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1964 |
დაბადების ადგილი | ბათუმი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ქართული დასი |
ჯონდო (ჯონდი) ბაღათურია (დ. 30 მარტი, 1964, ბათუმი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1980–1981 წლებში მუშაობდა ბათუმის მექანიზაციის სამმართველში ზეინკლად. 1987 წელს მუშაობდა N4 სასკოლო კვების კომბინატში მუშად. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1988-1989 წლებში მუშაობდა შულავერის ინერტულ მასალათა ქარხანაში. 1989–1995 წლებში მუშაობდა ტრესტ „საქსპეცმშენში“ სხვადასხვა თანამდებობებზე.
პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1998–2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ედპ-ის“ თავმჯდომარე. 2007 წელს დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“, რომელიც იყო ეროვნული საბჭოს წევრი. საბჭო ბლოკის სახით მონაწილეობდა 2008 წლის არჩევნებში, სადაც ბაღათურიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯონდო ბაღათურია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯონდო ბაღათურია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)