მამიკონ ფიდანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამიკონ ფიდანიანი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1939 (1939-11-11) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ერევნის ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტი
ეროვნება სომეხი

მამიკონ ფიდანიანი (დ. 11 ნოემბერი, 1939) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა ერევნის ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტი. 1963-1970 წლებში იყო ახალქალაქის რაიონის სოფლის მეურნეობის საწარმოო სამმართველოს ინსტრუქტორ-ორგანიზატორი, ზოოტექნიკოსი, უფროსი ზოოტექნიკოსი, მთავარი ზოოტექნიკოსი. 1970-1987 წლებში იყო ამავე რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარი ზოოტექნიკოსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სოფლის მეურნეობის საწარმოო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ახალქალაქის რაიონული კომიტეტის განყოფილების გამგე, ამ რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, 1987 წლიდან საქართველოს კპ ახალქალაქის რაიკომის პირველი მდივანი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]