მალხაზ დვალიშვილი
იერსახე
მალხაზ დვალიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1960 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 23 მარტი, 1995 (34 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
მალხაზ დვალიშვილი (დ. 13 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1995 ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1990 წლებში ეწეოდა სამედიცინო საქმიამობას, მუშაობდა ქ. ქუთაისის N1 საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი ქუთაისის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი (1990-1991), ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მალხაზ დვალიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მალხაზ დვალიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- მალხაზ დვალიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|