მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ პიმენის ძე კუბლაშვილი (დ. 14 თებერვალი , 1941 , ხაშური , საქართველოს სსრ , სსრკ ) — ქართველი ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი).
თენგიზ პიმენის ძე კუბლაშვილი დაიბადა 1941 წლის 14 თებერვალში ხაშურში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1976-1977 იყო თსუ სოციალური კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციათა კურსს ფსიქოლოგიაში თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1977 -1984 ), ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიის ისტორიასა და ლოგიკაში მცხეთის სასულიერო სემინარიაში (1984-1990). საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, გლდანის ავჭალის #24 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ , ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი . ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი ). სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993 ) და თბილისის (1998 -2005 ) სესიების მონაწილე. პოლიციის აკადემიის სამხედრო კათედრის სამხედრო ფსიქოლოგიის ლექტორი (2001 -2002 ). მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტორი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. გვ. 141-142, 2016 წელი