ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე | |
![]() | |
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 ივნისი, 2019 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | გიორგი ვოლსკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019[1] | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | დავით უსუფაშვილი |
მემკვიდრე | არჩილ თალაკვაძე[2] |
დაბადებული | 25 სექტემბერი, 1978 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
მამა | გიორგი კობახიძე |
დედა | თამარ ზაალიშვილი |
მეუღლე | ნატალია მოწონელიძე |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2000) დიუსელდორფის უნივერსიტეტი (2005) |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
პროფესია | იურისტი პოლიტიკოსი |
ხელმოწერა | ![]() |
ირაკლი კობახიძე (დ. 25 სექტემბერი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე, საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 21 ივნისამდე.[3] ქართული ოცნების თავმჯდომარე 2021 წლის 16 იანვრიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995-2000 წლებში, აგრეთვე გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002-2006 წლებში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში. იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.[4]
2015 წელს „ქართულ ოცნებაში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად, განახორციელა შიდაპარტიული რეფორმები. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი კობახიძე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - საარჩევნო შტაბის უფროსი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2017-2018 წლებში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა.[5] 2017-2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შეიქმნა საქართველო-უკრაინა-მოლდოვისა და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეები, დაიდო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტთან.[6]
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.[7][8] ამის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს.
არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020–) პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“[9] და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი[10]. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი,[11] აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.[12]
2021 წლის 11 იანვარს ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. 16 იანვარს კობახიძე აირჩიეს „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ.[13]
2021 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დააჯილდოვა თავისუფლების საპარლამენტო ორდენით.[14]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირაკლი კობახიძე Facebook-ზე
- ირაკლი კობახიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი კობახიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ქართული ოცნების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა
- ↑ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2019.
- ↑ ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა
- ↑ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ორაკლი კობახიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-12. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
- ↑ საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- ↑ Alia.ge - „გავრილოვის იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური“ - გია ვოლსკი[მკვდარი ბმული]
- ↑ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020.
- ↑ კობახიძე 2008 წლის წიგნში: დაუშვებელია ბოიკოტის გამო დაფინანსების შეწყვეტა პარტიებისთვის. Netgazeti (2020-12-23). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს პარლამენტი - ირაკლი კობახიძე
- ↑ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აკადემიური პერსონალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-22. ციტირების თარიღი: 2020-04-20.
- ↑ „პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს“. 1tv.ge. 2021-01-16. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დავით უსუფაშვილი |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 – 2019 |
შემდეგი: არჩილ თალაკვაძე |
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2021
- დაბადებული 25 სექტემბერი
- დაბადებული 1978
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- „ქართული ოცნების“ წევრები