გრიგოლ ისაკაძე
იერსახე
გრიგოლ (გურამ) ისაკაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1953 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გრიგოლ (გურამ) ისაკაძე (დ. 22 ივნისი, 1953) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1990 წლებში იყო თბილისის კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სამხედრო სკოლა-ინტერნატის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“,ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).