რევაზ არველაძე (პოლიტიკოსი)
რევაზ არველაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1941 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის V მოწვევის წევრი, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
რევაზ არველაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1941, თელავი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი (1999 წლიდან), აკადემიკოსი.
1964 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1964-1992 წლებში მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1964-1966 წლებში ახმეტის ხის დამამუშავებელი კომბინატის ელექტროინჟინერი, მთავარი ენერგეტიკოსი; 1966-1980 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერმუშაკი; 1980-1985 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, უფროსი რეფერენტი, განყოფილების გამგის მოადგილე. 1984-1991 წლებში საქმთავარენერგოს უფროსის მოადგილე, უფროსის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1991-1996 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1993 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; 1996-1997 წლებში იგივე სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-1999 წლებში კორპორაცია „აგორას“ დირექტორი; 2004-2009 წლებში სს საქრუსენერგოს კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი. 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი №18 საარჩევნოვნო ოლქიდან, ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რევაზ არველაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რევაზ არველაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
- დაბადებული 28 ოქტომბერი
- დაბადებული 1941
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- თელავში დაბადებულები
- ქართველი ენერგეტიკოსები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1964)
- ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორები
- ქართველი აკადემიკოსები
- „ქართული ოცნების“ წევრები