პაატა გოგოხია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაატა გოგოხია
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1967 (1967-05-10) (56 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება
საქმიანობა მრეწველი, პოლიტიკოსი

პაატა გოგოხია (დ. 10 მაისი, 1967) — ქართველი მრეწველი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაატა გოგოხია დაიბადა 1967 წლის 10 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის დაგეგმვის ფაკულტეტი. 2002-2019 წლებში იყო შპს „ენგურის“ დირექტორი, 2018-2019 წლებში კი იყო ქართულ-ესპანურის სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]