არჩილ ოდიშარია
იერსახე
| არჩილ ოდიშარია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1938[1] (87 წლის) |
| დაბადების ადგილი | თბილისი[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 27 ივლისი, 1938 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
არჩილ ოდიშარია (დ. 27 ივლისი, 1938) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.