ეკატერინე ხერხეულიძე
ეკატერინე ხერხეულიძე | ||
საქართველოს პარლამენტის წევრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
18 მარტი, 2015 – 18 ნოემბერი, 2016 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012 | ||
დაბადებული | 13 ივნისი, 1972 თბილისი | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ | |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეკატერინე ხერხეულიძე (დ. 13 ივნისი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1972 წლის 13 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, აგრეთვე — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1998-1999 წლებში იყო სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკის საწარმოო სტაჟირების დეტალების დამკომპლექტებელი. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2015-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ეკატერინე ხერხეულიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეკატერინე ხერხეულიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
|
|
- დაბადებული 13 ივნისი
- დაბადებული 1972
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- ხერხეულიძეები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები