რომან დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან დალაქიშვილი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1950 (1950-09-25) (70 წლის)
დაბადების ადგილი ჯორჯიაშვილი, თეთრიწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ინჟინერი

რომან დალაქიშვილი (დ. 25 სექტემბერი, 1950, სოფ. ჯორჯიაშვილი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით, ხოლო 1981 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ამავე საარჩევნო ბლოკიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]