გიორგი ხატიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ხატიძე
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1978 (1978-11-20) (40 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლივერპულის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა პედაგოგი, იურისტი

გიორგი ხატიძე (დ. 20 ნოემბერი, 1978) — ქართველი პედაგოგი, იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1978 წლის 20 ნოემბერს. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2007 წელს კი — ლივერპულის უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში. 2013 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი პენინსულას უნივერსიტეტში. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი. 2004-2005 წლებში — საქართველოს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს სპეციალისტი. 2005-2006 წლებში — „უაფმერ ჯორჯია“-ის პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრების რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტოს (საქართველოში) გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში. 2007-2011 წლებში — „ბლექ სი ინდასტრი“-ის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2008-2012 წლებში — „ემ ეს ეი“-ის დირექტორი. 2008-2010 წლებში — „ჯე-ეს-კო“-ს იურისტი. 2010 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 2011-2013 წლებში იყო კომპანიის „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია“ იურისტი. 2011-2013 წლებში — კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. 2011-2015 წლებში — „ინტერნეშენელ ლიგალ კონსალტინგ“-ის დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი. 2011-2012 წლებში — „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი — საქართველო“-ის იურისტი. 2012-2017 წლებში — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ–პროფესორი. 2012-2016 წლებში — ჩესტერის უნივერსიტეტის ასოცირებული ლექტორი. 2014 წელს — საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტის იურიდიული მრჩეველი. 2014 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი. 2014 წელს იყო მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი ჩეხეთში. 2015-2016 წლებში — საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოს საინვესტიციო გარემოს პროექტის იურიდიული მრჩეველი. 2016-2018 წლებში — წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი. 2016-2017 წლებში — საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი. 2016 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი. 2017 წლიდან კი — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2016 წლის 18 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]