რომან კაკულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან კაკულია
Flag of Georgia.svg
Flag of Georgia.svg
საქართველოს პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული19 მაისი, 1961 (1961-05-19) (59 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რომან კაკულია (დ. 19 მაისი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1961 წლის 19 მაისს. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტი. 1984-1991 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 1993-1995 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების კოორდინაციისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსი. 1995-1997 წლებში — სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 1997-2005 წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2006-2015 წლებში იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]