ლაშა დამენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაშა დამენია
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1974 (1974-08-14) (46 წლის)
დაბადების ადგილი ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

ლაშა დამენია (დ. 14 აგვისტო, 1974, ფოთი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993-1994 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, თბოტექნიკოსად, პასუხისმგებელი შემსრულებელად; 1994-1995 წლებში N1 სამხედრო სამშენებლო რაზმში, კადრების ინსპექტორად; 1995-2004 წლებში ეწეოდა პარტიულ საქმიანობას; 1997-2001 წლებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, სამეგრელოს ინსპექტორი; 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო სიით „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი; 2008-2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის“, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი; 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]